შესვლა 🚀 15 დღე უფასოდ
← მთავარი გვერდი
ქართული English Русский
წესები და პირობები
ბოლო განახლება: 09.05.2026
1. ზოგადი დებულებები

ShipNet.ge წარმოადგენს საკურიერო ბიზნესის მართვის ციფრულ პლატფორმას, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ერთიან სისტემაში მართონ კურიერები, მერჩანტები და შეკვეთები.

წინამდებარე ვებგვერდსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მართავს შპს "ქლოუდტივი.ჯი" (საიდენტიფიკაციო კოდი: 446757563).

პლატფორმა ხელმისაწვდომია მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირებისთვის.

ShipNet.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის მათი გამოქვეყნებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ.

2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  • „პლატფორმა“ – ShipNet.ge-ის ციფრული სისტემა, რომელიც გამოიყენება საკურიერო ბიზნესის სამართავად;
  • „სერვისი“ – ShipNet.ge-ის მიერ მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა (SaaS), რომელიც უზრუნველყოფს საკურიერო ბიზნესის მართვის ფუნქციონალს;
  • „მესამე მხარის სერვისი“ – ნებისმიერი გარე სერვისი ან პროგრამა (მათ შორის SMSoffice.ge), რომლის ინტეგრაციაც შესაძლებელია პლატფორმასთან და რომლის გამოყენება ხდება მომხმარებლის მიერ;
  • „მომხმარებელი“ – ნებისმიერი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას;
  • „კომპანია“ – პლატფორმაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც პლატფორმას იყენებს საკურიერო მომსახურების ორგანიზებისა და მართვის მიზნით;
  • „ადმინისტრატორი (ადმინი)“ – კომპანიის მთავარი ანგარიში, რომელსაც აქვს სრული წვდომა და მართვის უფლება;
  • „კურიერი“ – მომხმარებელი, რომელიც ასრულებს მიწოდების ოპერაციებს პლატფორმის მეშვეობით და რეგისტრირდება ან ემატება პლატფორმაში კომპანიის მიერ;
  • „მერჩანტი“ – პირი ან კომპანია (მაღაზია ან სხვა სავაჭრო ობიექტი), რომელიც პლატფორმის საშუალებით ქმნის შეკვეთებს, წარმოადგენს კომპანიის მომხმარებელს და რეგისტრირდება ან ემატება პლატფორმაში კომპანიის მიერ;
  • „შეკვეთა“ – პლატფორმაში რეგისტრირებული მიწოდების ან მომსახურების მოთხოვნა;
  • „ტარიფი" – პლატფორმის გამოყენების საფასური Pay-per-Order მოდელით (საიტზე განსაზღვრული ფასი თითოეულ დამუშავებულ შეკვეთაზე), ფიქსირებული გამოწერის გარეშე;
  • „მომხმარებლის მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იტვირთება, ინახება ან მუშავდება პლატფორმაში მომხმარებლის მიერ (მათ შორის შეკვეთები, კლიენტების მონაცემები, ფინანსური ინფორმაცია და სხვა);
  • „ანგარიში“ – მომხმარებლისთვის შექმნილი წვდომის საშუალება პლატფორმაში.
3. რეგისტრაცია და ანგარიში
  • რეგისტრაციისთვის აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი და მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შემდგარი პაროლი;
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის კონფიდენციალურობაზე. პაროლის გაზიარება დაუშვებელია;
  • თითოეული კომპანია ქმნის ერთ ადმინისტრატორის ანგარიშს, რომელიც პასუხისმგებელია სისტემაში დამატებული სხვა მომხმარებლების (კურიერები, მერჩანტები) ქმედებებზე;
  • ყალბი ან არასწორი მონაცემებით რეგისტრაცია გამოიწვევს ანგარიშის დაბლოკვას.


4. გამოყენების პირობები

პლატფორმის გამოყენებისას აკრძალულია:

  • სხვა მომხმარებლების, კლიენტების ან მესამე პირების პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნება ან გაყიდვა;
  • პლატფორმის ტექნიკურ სისტემებში შეღწევის, სკანირების ან მათი მუშაობის შეფერხების მცდელობა;
  • სხვა კომპანიების ანგარიშებზე არასანქცირებული წვდომის მოპოვება;
  • სპამის, ყალბი შეკვეთების ან არასწორი ინფორმაციის განთავსება სისტემაში;
  • პლატფორმის გადაყიდვა ან გამოყენების უფლების გადაცემა (sublicensing) ShipNet.ge-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

დამატებით:

  • კომპანია სრულად და უპირობოდ პასუხისმგებელია მის მიერ პლატფორმაში დამატებული ან მოწვეული ყველა მომხმარებლის (მათ შორის კურიერებისა და მერჩანტების) ქმედებებზე, პლატფორმის გამოყენებაზე, ასევე ნებისმიერი ზიანის, დარღვევის ან კანონდარღვევის შედეგებზე.
  • ShipNet.ge წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ პლატფორმას და არ მონაწილეობს მომხმარებლებს შორის დადებულ შეთანხმებებში, გადაზიდვებში ან ფინანსურ ურთიერთობებში.
  • ShipNet.ge არ არის ჩართული მიწოდების პროცესში და არ არის პასუხისმგებელი ამანათის გადაზიდვაზე, დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან დაგვიანებაზე. აღნიშნულზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს შესაბამისი კომპანია.
  • პლატფორმაში ასახული ფინანსური მონაცემები წარმოადგენს ინფორმაციულ მონაცემებს და ShipNet.ge არ არის პასუხისმგებელი ფინანსური ოპერაციების სისწორეზე, გადახდებზე ან მომხმარებლებს შორის ფინანსურ ვალდებულებებზე.
  • ShipNet.ge არ არის პასუხისმგებელი პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შორის გაცვლილ შეტყობინებებზე, მათ შინაარსზე ან შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზე.
  • პლატფორმა შეიძლება იძლეოდეს მესამე მხარის სერვისებთან ინტეგრაციის შესაძლებლობას (მათ შორის SMSoffice.ge-ის გამოყენებით SMS შეტყობინებების გაგზავნა). აღნიშნული სერვისების გამოყენება ხდება მომხმარებლის პასუხისმგებლობით.
  • ShipNet.ge არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სერვისების მუშაობაზე, ხელმისაწვდომობაზე, ტარიფებზე ან მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
  • მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მესამე მხარის სერვისების გამოყენების წესები და მოქმედი კანონმდებლობა.
5. გადახდები და ბალანსი
  • ShipNet.ge-ის გამოყენება ხდება ბალანსის სისტემით — კომპანია წინასწარ ავსებს ბალანსს;
  • ყოველ დამუშავებულ შეკვეთაზე ბალანსიდან ავტომატურად ჩამოიჭრება პლატფორმის მიერ დადგენილი ტარიფი;
  • ბალანსის შევსება ხდება საბანკო გადარიცხვით ან ბარათით;
  • გადახდის დადასტურების შემდეგ ბალანსი ავტომატურად ემატება;
  • ბალანსის ნულამდე დაცემის შემთხვევაში კომპანიას შეტყობინება გაეგზავნება შევსების მოთხოვნით; ანგარიში ავტომატურად ჩერდება სანამ ბალანსი არ შეივსება;
  • ახლად დარეგისტრირებულ კომპანიებს ეძლევათ უფასო 15-დღიანი საცდელი პერიოდი.
  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გამოუყენებელი ბალანსის სრული დაბრუნება — მოთხოვნა იგზავნება info@shipnet.ge-ზე და დადასტურების შემდეგ თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე 5–7 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • დამუშავებულ შეკვეთებზე ბალანსიდან ჩამოჭრილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება, რადგან მომსახურება უკვე გაწეულია;
  • ტექნიკური შეცდომით ჩამოჭრილი თანხის შემთხვევაში, ShipNet.ge გამოიკვლევს შემთხვევას 3 სამუშაო დღის განმავლობაში და სრულად დააბრუნებს შესაბამის თანხას იმავე ბარათზე.


6. მონაცემების დაცვა

ShipNet.ge ამუშავებს მონაცემებს საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

  • მონაცემები ინახება ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებზე;
  • პერსონალური მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე მხარეებს მარკეტინგული მიზნებისთვის;
  • მომხმარებლის მიერ პლატფორმაში ატვირთული მონაცემები ეკუთვნის შესაბამის მომხმარებელს;
  • ShipNet.ge ამ მონაცემებს იყენებს მხოლოდ პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე და კანონიერებაზე;
  • მესამე მხარის სერვისების გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის SMS გაგზავნა), მომხმარებელი პასუხისმგებელია შესაბამისი პირებისგან კომუნიკაციისთვის საჭირო თანხმობის მიღებაზე.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  • ShipNet.ge პასუხისმგებელია მხოლოდ პლატფორმის ტექნიკურ ფუნქციონირებაზე;
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლების (კომპანიების, კურიერების, მერჩანტების) ქმედებებზე;
  • ShipNet.ge-ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ბოლო 3 თვის განმავლობაში გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობით;

დამატებით:

  • ShipNet.ge არ იძლევა გარანტიას პლატფორმის უწყვეტ და შეუფერხებელ მუშაობაზე;
  • ShipNet.ge არ არის პასუხისმგებელი მონაცემების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის ან მესამე მხარის ქმედებით;
  • ფორსმაჟორული გარემოებები (ბუნებრივი კატასტროფები, ინტერნეტის შეფერხება, კიბერშეტევები და სხვ.) გამორიცხავს პასუხისმგებლობას;
  • მომხმარებელი (კომპანია) ვალდებულია აანაზღაუროს და დაიცვას ShipNet.ge ნებისმიერი ზიანის, პრეტენზიის ან სამართლებრივი დავისგან, რომელიც წარმოიშობა მისი ან მისი მომხმარებლების ქმედებების შედეგად.
8. ანგარიშის გაუქმება და თანხის დაბრუნება
  • მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება —  Pay-per-Order მოდელის გამო ფიქსირებული გამოწერა არ არსებობს და  შეწყვეტისთვის ცალკე ვადა არ მოქმედებს;
  • ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია info@shipnet.ge-ზე მოთხოვნის გაგზავნით ან პირადი დაშბორდიდან;
  • ანგარიშის წაშლის შემდეგ, გამოუყენებელი ბალანსის დაბრუნება ხდება  წინამდებარე წესების მე-5 მუხლის შესაბამისად;
  • ანგარიშის წაშლის შემდეგ, მომხმარებლის მონაცემები ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში სარეზერვო მიზნებით, რის შემდეგაც სრულად იშლება სისტემიდან;
  • თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის გამოგვიგზავნეთ წერილი ელფოსტაზე info@shipnet.ge შემდეგი ინფორმაციით: კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიშის ელფოსტა, მოთხოვნილი თანხა, გადახდის თარიღი და დაბრუნების მიზეზი.
9. ინტელექტუალური საკუთრება

ShipNet.ge პლატფორმა, მათ შორის დიზაინი, კოდი, ლოგო, ტექსტი და ფუნქციონალი, წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას.

  • პლატფორმის კოდის კოპირება, დეკომპილაცია ან reverse engineering მკაცრად აკრძალულია.


10. დავების გადაჭრა
  • ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით;
  • დავის გადაუჭრელობის შემთხვევაში, საქმე განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის სასამართლოში.
11. კონტაქტი
  • ელ-ფოსტა: info@shipnet.ge
  • ტელეფონი: +995 557 37 80 36
  • ვებსაიტი: shipnet.ge
  • კომპანია: შპს „ქლოუდტივი.ჯი",
  • ს/ნ: 446757563